Facebook Messenger Viber Twitter „ბრექსიტის“ კამპანიის მთავარი სპონსორი რუს დიპლომატებს 11-ჯერ შეხვდა, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Observer-ი. The Guardian-ის პარტნიორი გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმამდე და მის შემდეგაც, „ბრექსიტის“ კამპანიის მთავარი სპონსორი, ბიზნესმენი აარონ ბენკსი რუსეთის ელჩს 11-ჯერ შეხვდა. ამასთან, ბიზნესმენმა რუსეთის ელჩისგან კიდევ […]
თურქეთში გამოიცა ახალი ბრძანება, რომლის საფუძველზეც სამსახურებიდან დაითხოვეს 18000-ზე მეტი საჯარო მოხელე, მათგან ნახევარი პოლიციის წევრი - ბრძანებაში ნათქვამია, რომ არსებობს ეჭვი მათი კავშირების შესახებ "ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მოქმედ" ჯგუფებთან. 8 ივლისს გავრცელებული განცხადებით ქვეყნის მასშტაბით დაიხურა 12 ასოციაცია, სამი გაზეთი და ერთი ტელეარხი. ამ ნაბიჯის ფონია მიმდინარე თვისთვის გათვალისწინებული გეგმა ორი წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო ვითარების გაუქმების თაობაზე. საგანგებო ვითარება... Читать дальше...
ირანში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოები. მას ამ გვერდზე 40,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც მაედე მოჯაბრი, რომელიც 18, ან 19 წლის არის, აღიარებს, რომ მან დაარღვია მორალური ნორმები, თუმცა იქვე აცხადებს, რომ სხვებისთვის არ მიუცია წამხედურობის მაგალითი. სიუჟეტში მისი სახე დაფარული იყო, იქვე ჩანდა სხვა პირებიც, რომლებიც მსგავსი ბრალდებებით არიან პატიმრობაში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ხშირად აჩვენებს აღიარებებს... Читать дальше...
ფიფამ ოფიციალური გაფრთხილებით მიმართა ხორვატ ფეხბურთელს, უკრაინის შესახებ მისი განცხადების გამო მას შემდეგ, რაც ხორვატიის ნაკრებმა რუსეთი ჩამოაშორა მსოფლიო ჩემპიონატს. 8 ივლისს ფიფამ განაცხადა, რომ მისმა სადისციპლინო კომიტეტმა გაფრთხილება გაუგზავნა ხორვატ მცველს, დომაგოი ვიდას, რომელიც მისი ნაკრების გამარჯვების შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში სკანდირებდა ლოზუნგს "დიდება უკრაინას". რუსეთს საერთაშორისო სანქციები აქვს დაკისრებული, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანქესირების და აღმოსავლეთ... Читать дальше...
ტაილანდიდან გავრცელებული ცნობით, დატბორილი მღვიმიდან ამ ეტაპისთვის ამოყვანილია ოთხი ბიჭი. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექვსი მოზარდი იყო ამოყვანილი მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდის და მათი მწვრთნელის ჯგუფიდან. სამი ბიჭი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მეოთხე სასწრაფო დახმარების მანქანით. პროვინციის გუბერნატორის, ნარონგსაკ ოსოტჰანაკორნის ცნობით, მაშველებს 10-20 საათამდე დრო ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ შემდეგი ოპერაცია დაიწყონ, მღვიმეში დარჩენილი ბიჭების გადასარჩენად. ტაილანდში მაშველებმა 8 ივლისს დაიწყეს ოპერაცია... Читать дальше...
რატომღაც სიტყვა პროვინციას ყოველთვის უარყოფითი მნიშვნელობით ვხმარობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ მასაც აქვს გარკვეული ხიბლი, კერძოდ გულუბრყვილობა, რაც ზოგჯერ ადამიანის სულიერ სისუფთავეს მოწმობს. ლევან ჭელიძისა და ნანა მჭედლიძის ფილმში "პირველი მერცხალი" დახატულმა პროვინციამ ამ ალალი მიამიტობით მიიპყრო თავდაპირველად ჩემი ყურადღება.
ტაილანდის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე ბიჭია ამოყვანილი დატბორილ მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდის და მათი მწვრთნელის ჯგუფიდან. ტაილანდში მაშველებმა 8 ივლისს დაიწყეს ოპერაცია ჯგუფის გადასარჩენად, იუწყებიან, რომ ამინდიდან გამომდინარე ეს ოპერაცია შესაძლოა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდეს. "ამინდი ხელსაყრელია, წყლის დონე კარგია. მყვინთავები მზად არიან. ბიჭები ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად მზად არიან გამოსასვლელად" - განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა, ნარონგსაკ ოსოტჰანაკორნმა, 8 ივლისს. Читать дальше...
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტაილანდში მაშველებმა უკვე ამოიყვანეს ორი იმ 12 ბიჭიდან, რომლებიც ჩარჩენილი არიან ჩიანგრაის პროვინციაში მდებარე ხაო ლუანგის გამოქვაბულში. ამ ცნობას ავრცელებს Sky News-ი, ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ბიჭები თავიდან გამოქვაბულთან ახლოს, საველე ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ კი ვერტმფრენით წაიყვანეს ჩიანგრაის საქალაქო საავადმყოფოში. ტელეარხს წყაროები ეუბნებიან, რომ გამოქვაბულიდან გასასვლელად კიდევ ორი ბიჭი ემზადება.
სომხეთი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმას ოფიციალურად წარედგინა ბრალი ფინანსურ დანაშაულში. ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე ნაბიჯიდან, რომელიც სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში გადადგეს ყოფილი ლიდერის ახლო სანათესაოს წინააღმდეგ. სომხეთის გამოძიების საგანგებო სამსახურმა 7 ივლისს განაცხადა, რომ ლევონ სარგსიანს, ისევე, როგორც მის ვაჟს, ნარეკს და ქალიშვილ ანის, უკანონო ბიზნესაქტივობის წარმოების ბრალდება წარედგინათ. ამავე კომიტეტის თანახმად, ლევონ და ანი სარგსიანებს ასევე წარედგინებათ გაყალბების ბრალდება. Читать дальше...
რუსეთის ოცნება, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისას ჩემპიონიც გამხდარიყო, დასრულდა ხორვატიის ნაკრებთან მარცხით, მაგრამ ქვეყნის ლიდერები, მოქალაქეები და ოპოციზიის აქტივისტიც კი მადლობას უძღვნიან თავიანთი ქვეყნის ნაკრებს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისს დილით ადრე განაცხადა, რომ ნაკრებით "ამაყობს", მიუხედავად მათი დამარცხებისა ხორვატიის ნაკრებთან, პენალტების სერიით, ანგარიშით 4-2. სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვებს - რომ პუტინი, რომელიც მატჩს შორიდან ადევნებდა თვალს... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო და წყლის დონის მატების საფრთხეც ამ დროისთვის არ არსებობ. ადგილზე დილიდან ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ნენსკრა, სპეციალური ტექნიკით, დაგროვილი ნაშალი მასალისა და ჩამოტანილი ხეებისგან იწმინდება.მობილიზებულია 30–მდე ერთეული ტექნიკა. ასევე, მიმდინარეობს ხაიში–ჭუბერის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი და მორეცხვითი სამუშაოები.
ბრიტანეთის ქალაქ სალისბერის საავადმყოფო აცხადებს, რომ პოლიციელს, რომელმაც კლინიკას მიაკითხა შეშფოთებით, რომ ის შესაძლოა ნერვული გაზით, "ნოვიჩოკით" ყოფილიყო მოწამლული, შეხება არ ჰქონია ამ ნივთიერებასთან. "სიხარულით ვადასტურებთ, რომ პოლიციელი, რომელმაც ამნესბერიში მიმდინარე ინციდენტთან კავშირით პრევენციულად მიაკითხა სალისბერის რაიონულ საავადმყოფოს, შემოწმდა და ის ჯანმრთელია" - ამ განცხადებას რაიონული პოლიცია ავრცელებს, საავადმყოფოს პრესმდივნის სიტყვებზე დაყრდნობით. პოლიციის თანახმად, საავადმყოფოს... Читать дальше...
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღე გაგრძელდება. მაშველებმა დატბორილი მღვიმიდან უნდა გამოიყვანონ 12 მოზარდი და მათი ჯგუფის ხელმძღვანელი.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ეკა ჭითანავამ უკვე დატოვა პოლიციის განყოფილება, სადაც ის 7 ივლისს, ფეხბურთის რუს გულშემატკივართან შელაპარაკების შემდეგ იმყოფებოდა. გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით რაც ძალადობას გულისხმობს. ჭითანავა უარყოფს ძალადობის ფაქტს და კონსულტაციებს გადიის საიას და მისი ორგანიზაციის იურისტებთან. „რადიო თავისუფლებასთან“ ეკა ჭითანავა იხსენებს, რომ ბათუმში, ანბანის კოშკთან საგულშემატკივროდ მისულ რუს ტურისტ გოგოს, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, იმის გამო რომ ის რუსეთის დროშას აფრიალებდა. Читать дальше...
ფეისბუკში ხორვატიის ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე ასობით ქართველი წერს მისალოც და მადლიერების კომენტარებს.
ჭუბერში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბმა თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო შტაბიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა, რის გამოც საჭიროა უსწრაფესი მოქმედებები. სტიქიის ზონაში... Читать дальше...
8 ივლისს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს ჭუბერში სამხედრო ძალისა და ტექნიკის გამოყენების თაობაზე, სადაც მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად უკვე მესამე დღეა სტიქია გრძელდება. კონსტიტუციის შესაბამისად, სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. საუბარია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე, რომელიც თავდაცის სამინისტროს ეკუთვნის. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა საღამოს 5:30-ზეა დანიშნული.
Facebook Messenger Viber Twitter ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანის ოპერაციის დაწყებამდე ხელისუფლებამ არასრულწლოვნების მშობლებისგან თანხმობა აიღო. როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, მშობლებმა იციან რისკების შესახებ, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ბავშვების გამოსაყვანად მღვიმეში ყველა პირობაა შექმნილი და მათ იმედი აქვთ, რომ არასრულწლოვნებს უვნებლად გამოიყვანენ. შეგახსენებთ, მაშველებმა 12 ბიჭისა და მათი მწვრთნელის მღვიმიდან გამოყვანის მიზნით ოპერაცია თბილისის დროით […]