2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება. დღეს, 23 მაისს, გამართულ ზეპირ მოსმენაზე კი საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციებით წარდგა. 17 ქვეყნის მოსამართლეებით დაკომპლექტებული დიდი პალატის წინაშე თავისი სიტყვა საქართველოს ინტერესების დამცველმა ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის... Читать дальше...
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს, რომელშიც საქართველო რუსეთს ადანაშაულებს 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში. საქართველოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იცავს ორი ბრიტანელი ადვოკატი. სხდომის დაწყებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილ ყველა დანაშაულზე საქართველოს პასუხი სამართლებრივია. Читать дальше...
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ თბილისის მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არღვევს გაფიცვის უფლების არსს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მიმართვის საფუძველზე, მეტროს პროფკავშირს, „ერთობა 2013“-ს ერთ თვეში ორჯერ შეუზღუდა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება - 3 მაისს ერთი თვით, 21 მაისს კი განუსაზღვრელი ვადით. სახალხო დამცველმა 23 მაისს განაცხადა, რომ სამუშაო საათების... Читать дальше...
დღევანდელი გადაცემის სტუმარია კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განაგრძობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს, სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადებას. ამასთან, 22 მაისს, თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჩე ინთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ მისი და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, არა 12 ივნისს, არამედ უფრო გვიან შედგეს. ტრამპის განცხადებით, თუ სამიტი გაიმართება, ეს იქნება უდიდესი შეხვედრა არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. Читать дальше...
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამხრეთკორეელ ჟურნალისტებს ნება დართო, დაესწრონ პუნგერის ბირთვული პოლიგონის ლიკვიდაციას. სამხრეთ კორეის მთავრობის ინფორმაციით, ფხენიანი დათანხმდა სეულის მიერ წარდგენილ სიას, რომელშიც მითითებულია სამხრეთკორეული მედიასაშუალებების რვა წარმომადგენლის გვარი. მანამდე ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდნენ ამერიკელი, ბრიტანელი, ჩინელი და რუსი ჟურნალისტები. ამ ჯგუფში უნდა ყოფილიყვნენ სამხრეთკორეელი რეპორტიორებიც, თუმცა, წინასწარ მიწვევის მიუხედავად, ფხენიანმა მათ ვიზა არ მისცა. უფრო ადრე... Читать дальше...
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და სოციალური პაკეტის მომზადების თაობაზე.
დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ,“ რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დარღვევებს. სახელმწიფოთაშორის დავას განიხილავს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდი პალატის თავმჯდომარეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი. Читать дальше...
86 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი კლასიკოსი ფილიპ როთი. მწერლის მოთხრობების პირველი კრებული 1959 წელს გამოიცა. ფილიპ როთი იყო 25-ზე მეტი რომანის ავტორი. 1998 წელს მწერალს პულიტცერის პრემია მიენიჭა რომანისთვის „ამერიკული პასტორალი." 2011 წელს ფილიპ როთი გახდა ბუკერის პრესტიჟული პრემიის ლაურეატიც.