ჟურნალისტი ზაზა დავითაია გერმანული ტელეკომპანია “დოიჩე ველე”-ს ჟურნალისტ ტიმ სებასტიანის შესახებ ბიოგრაფიულ მასალას აქვეყნებს. ეს არის ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ჩაწერა მიხეილ მიხეილ სააკაშვილთან, ყოფილ პრეზიდენტს არასასიამოვნო კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. ვინ არის ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი, რომელმაც ცრუპენტელა სააკაშვილი ინტერვიუს პროცესში დაუნდობლად აკენწლა? ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი 1952 წლის 13 მარსტს, ლონდონში […]
ზუგდიდში, სხვადასხვა შენობაში მცხოვრები დევნილები უკმაყოფილონი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ქულებით.
2 თვის ერეკლეს აქვს “მოკლე ნაწლავის სინდრომი”, უიშვიათესი და ურთულესი მდგომარეობა, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს და 5 ოპერაცია გადაიტანა. ეს დიაგნოზი გულისხმობს იმას რომ ვერ ხდება მიღებული საკვების ათვისება, ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს, ბავშვი ვერ იზრდება, ვერ მატულობს, რაც ქმნის სიცოცხლისთის საშიშ მდგომარეობას, ასეთი ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა. მუდმივად იმყოფება ვენურ კვებაზე, რაც იწვევს […]
ყველა ადამიანი კვირას, უქმე დღეს დილას ფანჯრიდან შემოსული მზის სხივით ტკბება. ფოტოგრაფების უმრავლესობა კი ფოტოაპარატს ვკიდებთ ხელს და ამ სხივებს კადრში ვაფიქსირებთ.
რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით 10,7%-ით იკლო შობადობამ. მართალია, ამ პერიოდში იკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა (2016 წელთან შედარებით 3,9%-ით), მაგრამ შობადობის დაბალი მაჩვენებლის გამო მოსახლეობის რაოდენობა არ გაზრდილა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში დაიბადა 1,69 მლნ ბავშვი, ანუ 203 ათასით ნაკლები წინა წელთან შედარებით. როგორც იუწყებიან, შობადობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში ზედიზედ მესამე წელს შემცირდა. ნოემბერში რუსეთის... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებით, ევროკავშირი „ძალიან უსამართლოდ“ იქცევა ვაშინგტონთან ვაჭრობისას. ტრამპმა ეს მოსაზრება გამოთქვა ინტერვიუში, რომელიც 28 იანვარს გამოაქვეყნა ბრიტანეთის ტელეარხმა აიტივი-მ. „ევროკავშირთან ბევრი პრობლემა მქონდა და ეს შესაძლოა ძალიან დიდ რაღაცად გადაიქცეს ამ კუთხით - ვაჭრობის კუთხით“, - უთხრა ტრამპმა 25 იანვარს ჩაწერილ ინტერვიუში ჟურნალისტ პირს მორგანს. ტრამპის თქმით, აშშ-ს „ვერ შეაქვს თავისი ნაწარმი“ ევროკავშირში - ეს „ძალიან, ძალიან ძნელია“ მაშინ, როცა ევროპელები... Читать дальше...
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მცდელობად მიიჩნევს აშშ-ის გეგმას, გამოაქვეყნოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მდიდარი რუსების სია. ამ პირებს, რომელთა ნაწილის ვინაობა, სავარაუდოდ, გასაიდუმლოებული იქნება, შესაძლოა სანქციები დაუწესდეს. პესკოვის 29 იანვრის განცხადება უკავშირდება მოლოდინს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გამოაქვეყნებს „კრემლის შესახებ ანგარიშად“ ცნობილ დოკუმენტს. ის მომზადდა აშშ-ის კონგრესის დავალებით მას შემდეგ... Читать дальше...
გადაცემა „ლიტერატურული წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ პრემიაზე.
საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ძალაში დატოვა გადაწყვეტილება რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წევრობის შეჩერების შესახებ, მაგრამ გამოაცხადა, რომ რუსი პარალიმპიელების ნაწილს შეეძლება ნეიტრალური სტატუსით მიიღოს მონაწილეობა ზამთრის თამაშებში. ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს წელს მარტში უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგი. როგორც საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი 29 იანვრის განცხადებაში აღნიშნავს, რუსი პარალიმპიელი ათლეტები, რომლებიც აკმაყოფილებენ "მკაცრ პირობებს" და შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ არ იყენებენ დოპინგს... Читать дальше...
რუსეთში, სულ ცოტა, 350 ადამიანი დააკავეს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით 28 იანვარს გამართულ აქციებზე. დემონსტრაციები გაიმართა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, სადაც დაკავებულებს შორის იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი. ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც მივიდა, დაახლოებით, 1000-კაციან აქციაზე მოსკოვის ცენტრალურ ტვერსკაიას ქუჩაზე. რამდენიმე საათში ნავალნიმ ტვიტერში დაწერა, რომ პოლიციამ გაათავისუფლა და მანქანით მიიყვანა მეტროსადგურთან. ის გაფრთხილებულია, რომ სამართალდამცველები დაკითხავენ. Читать дальше...
საქართველოს „რეზერვისა და მობილიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში შეუდგება.
პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, კვლავაც მტკიცეა ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებთან მიმართებით და ეძებს ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში.
“ფაქტია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ისევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებულ სხვა ბრალდებებზე, როგორც სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ეს აჩენს ეჭვს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება ხდება“, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. “12 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია. 2012 წელს არ გაუმარჯვია მხოლოდ […]
დღევანდელი გადაცემის სტუმარია კობა ჩოფლიანი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე 11 ჯარისკაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა ქაბულში, სამხედრო აკადემიასთან განთავსებულ სამხედრო ქვედანაყოფზე თავდასხმის შედეგად. 29 იანვარს, დილით გავრცელებული პირველი ინფორმაციით, დაღუპული იყო 5 ჯარისკაცი. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, დაულატ ვაზირიმ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ სამხედრო აკადემიის მახლობლად თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა, კიდევ ორი თავდამსხმელი ავღანელმა სამხედროებმა მოკლეს და ერთი დააკავეს. ვაზირის განცხადებით, თავდასხმა მიმართული იყო არა სამხედრო აკადემიის... Читать дальше...
უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო, ადმინისტრაციული პალატა 16 თებერვალს გააგრძელებს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვას. სააკაშვილი უკანონოდ მიიჩნევს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პოროშენკოს მიერ 2017 წლის ივლისში ხელმოწერილ განკარგულებას. ინტერნეტგამოცემის, „უკრაინსკა პრავდა“-ს ინფორმაციით, 29 იანვარს გამართულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს რამდენიმე შუამდგომლობით... Читать дальше...
ივლისის ბოლოს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოცდაათი ახალი ტუალეტი უნდა აშენდეს. საზოგადოებრივი "რეტერატების", ანუ საპირფარეშოების, მოწყობის ვალდებულება მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულ კომპანია „სითი ბოქსს“ აქვს.
29 იანვარს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის კანონპროექტი, რომელიც სარეზერვო სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საბრძოლველად სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრის გაფართოებას. 29 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება და ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.“ გარდა ამისა... Читать дальше...
13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მიმართა, გაასაჯაროვოს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების გამო მიმდინარე გამოძიების დეტალები. მათ შორის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელდეს საქმეში მითითებული სავარაუდო გატაცების ადგილიდან და სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ამოღებული ვიდეო-მასალა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პროკურატურასაც, უზრუნველყოს აფგან მუხთარლის საქმის დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება და... Читать дальше...
29 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლორა თორნტონს გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. „მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ქალბატონ ლორა თორნტონის მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარს, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს. ქალბატონი თორნტონის ამ „მტკიცებით“, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული […]
თბილისში გაიმართა საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და საულიუს სკვერნელისის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და ეკონომიკური კავშირების გაფართოების საკითხები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნით საქართველოში მიმდინარე რეფორმები. „ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია, რისთვისაც ძალიან დიდ... Читать дальше...
სულ მცირე 5 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 10 დაიჭრა ქაბულში, სამხედრო აკადემიის საგუშაგოზე 29 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, დაულატ ვაზირიმ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ საგუშაგოსთან თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა, კიდევ ორი თავდამსხმელი ავღანელმა ჯარისკაცებმა მოკლეს და ერთი დააკავეს. ვაზირის განცხადებით, თავდასხმა მიმართული იყო არა სამხედრო აკადემიის, არამედ მისი ტერიტორიის დამცველი ქვედანაყოფის წინააღმდეგ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ... Читать дальше...
ერთად გადავარჩინოთ 11 წლის ჯაბას სიცოცხლე – ნუ ვიქნებით გულგრილები! 11 წლის ჯაბა ბეგიაშვილს, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, განკურნება თურქეთის ერთერთ კლინიკაშია შესაძლებელი, თხოვნით მოგმართავთ ყველას, ერთად გადავარჩინოთ ჯაბას სიცოცხლე. მიმღები: გვანცა შიოშვილი. თიბისი ბანკი ა/ა: GE73TB7184045061100069 საქართველოს ბანკი ა/ა:GE52BG0000000048922600