ია ანთაძის პოსტი სოც.ქსელში, რომელიც საზ.მაუწყებელთან დღეს გამართულ აქციას ეხება, რა დროსაც აქციის მონაწილეებმმა არხის გენ.დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს პოეტ ზვიად რატიანის ვიდეომასალის ეთერში გაშვების გამო. “თურმე, მითქვამს, რომ დღეს რაღაც გამოჩნდება. მოთმინება აღარ ყოფნით – დღეს უნდათ შედეგი. ხვალამდეც ვერ იცდიან, ვერც ზეგამდე და მომავალი ხუთი წელი ხომ საუკუნედ ეჩვენებათ. მაგრამ რეალობა ასეთია, რომ […]
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ოპოზიციის კრიტიკასა და განცხადებებს ეხმიანება. „დაღუპული სპეცრაზმელის შვილებს რას ეტყვით? მამათქვენი პროფესიონალი არ იყო, თუ უდანაშაულო ტერორისტებს ებრძოდაო? სირცხვილია! ნატრობთ ქვეყნის არევას! ” ვერ მოგართვით”, „წარმოგიდგენიათ ის, რომ გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში! სპეც-სამსახურების მიერ აღკვეთილი ყოფილიყო ტერაქტი ან ლიკვიდირება მოეხდინათ ტერორისტების! “იქაური” ოპოზიცია დაიწყებდა... Читать дальше...
ჰოლივუდის პროდუსერის, სექსუალური ძალადობის ბრალდებების გამო სკანდალში გახვეული ჰარვი ვაინსტეინის სტუდია ნახევარ მილიარდ დოლარად იყიდება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“. მისი ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვით მიღებული ფულის დიდი ნაწილი ვალების დაფარვას მოხმარდება. სტუდიას ფინანსური პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებებით გამოწვეული სკანდალი აგორდა. ვაინსტეინს ათზე მეტი ქალი, მათ შორის ცნობილი კინომსახიობები ადანაშაულებენ უხამს ქმედებებში. Читать дальше...
ჰოლივუდის პროდიუსერის, სექსუალური ძალადობის ბრალდებების გამო სკანდალში გახვეული ჰარვი ვაინსტინის სტუდია ნახევარ მილიარდ დოლარად იყიდება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“. მისი ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვით მიღებული ფულის დიდი ნაწილი ვალების დაფარვას მოხმარდება. სტუდიას ფინანსური პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებებით გამოწვეული სკანდალი აგორდა. ვაინსტინს ათზე მეტი ქალი, მათ შორის ცნობილი კინომსახიობები ადანაშაულებენ უხამს ქმედებებში. Читать дальше...
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა შესთავაზოს არა სრულუფლებიანი წევრობა, არამედ „პარტნიორობა“. ამის შესახებ მაკრონმა განაცხადა 5 იანვარს პარიზში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების გზაზე „პროგრესი შეუძლებელია“ მას შემდეგ, რაც 2016 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მძიმე რეპრესიები მოჰყვა და შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბები. Читать дальше...
რუსეთი აკრიტიკებს აშშ-ის ინიციატივას, რომლის საფუძველზეც 5 იანვარს ნიუ-იორკში იმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების განსახილველად. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა გააკრიტიკა აშშ სხდომის მოწვევისათვის - ამ ნაბიჯს უწოდა „ურცხვი და აშკარა“ ჩარევა ირანის საშინაო საქმეებში. დასავლეთის მედიაში ბოლოხანს იკლო ირანში საპროტესტო გამოსვლებზე ცნობებმა მას შემდეგ, რაც თეირანმა დაბლოკა რამდენიმე წამყვანი სოციალური ქსელი... Читать дальше...
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს კოციასის, განცხადებით, ათენს სურს, წელს მოაგვაროს მაკედონიასთან მრავალწლიანი უთანხმოება, რომელსაც ამ ქვეყნის სახელწოდება იწვევს. საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონსაც მაკედონია ჰქვია. კოციასმა 4 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ 2018 იქნება წელი, როცა მოგვარდება უთანხმოება სახელწოდების გარშემო. ეს უთანხმოება მრავალი წელია აბრკოლებს მაკედონიის მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ. ამ ქვეყნის ახალმა, კოალიციურმა მთავრობამ, რომელსაც სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელობენ... Читать дальше...
პაკისტანი კრიტიკით გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სფეროში დახმარების, სულ ცოტა, 900 დოლარით შემცირების შესახებ. ისლამაბადი, მისივე განცხადებით, „კონტრაპროდუქტიულად“ მიიჩნევს ვაშინგტონის „თვითნებურ ულტიმატუმებსა“ და „ცალმხრივ განცხადებებს“. პაკისტანის საგარეო უწყებამ 5 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პაკისტანმა 120 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ფულის უდიდესი ნაწილი საკუთარი რესურსებიდან გაიღო. წინა... Читать дальше...
სად ვნახოთ ძველი, მეცხრამეტე საუკუნის თბილისი - მისი სახლები, დუქნები და სახელოსნოები, რომლებიც ქალაქის რეკონსტრუქციამ იმსხვერპლა? სად და „ქარვასლაში“ - თბილისის ისტორიის მუზეუმში, რომლის პირველმა დირექტორმა, ნიკოლოზ ბადრიაშვილმა, თითქმის ასი წლის წინ შემოიკრიბა მაკეტების ოსტატები და საოცარი სიზუსტით შემოგვინახა ძველი თბილისის გამქრალ შენობათა სამგანზომილებიანი სურათები.
შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იყოს ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება, – ასე გამოეხმაურა პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით. „პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა განვმარტავ, რომ არც კონსტიტუციით და არც სხვა კანონით, აბსოლუტური უფლება, როგორც ციტირებენ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა […]
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ მწერლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვენ. მათი შეფასებით, პოეტ ზვიად რატიანის და პოლიციელების კონფლიქტის გაშუქებისას პირველმა არხმა დაარღვია რატიანის უფლებები. „ბორდი ძალიან უხერხულად გრნობს თავს ამ ყველაფრის გამო, ისევე, როგორც ბევრი ჟურნალისტი, ვინც აქ მუშაობს. ჩვენ ველოდებით ბორდს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება. ხომ შეიძლება, საზოგადოებრივად ერთხელ დაისაჯოს ადამიანი... Читать дальше...
რამდენიმე დღეა, გორში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები „სოკარჯორჯიას“ წინააღმდეგ. გორელების აზრით, მათ დეკემბერში ბუნებრივ აირზე იმაზე ორჯერ და რიგ შემთხვევაში სამჯერ მაღალი გადასახადი მიუვიდათ, ვიდრე ეს ნოემბერში იყო.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია ნიკი თარხან-მოურავი - გამომცემლობა "ზოლიანი კატა".
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკანონო უწოდა მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 5 იანვარს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნება განცხადება უკრაინულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, „გაზპრომის“ უმსხვილესი, კერძო აქციონერის, ივანიშვილის სრულ კონტროლქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო და ეროვნულ ნორმას და საღ აზრს. სააკაშვილის განცხადებითვე, შეწყალების... Читать дальше...
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დათანხმდა სამხრეთ კორეის წინადადებას, მაღალი დონის მოლაპარაკების შესახებ. სააგენტოები „ფრანს პრესი“ და „როიტერსი“ სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მოლაპარაკება 9 იანვარს გაიმართება ორი ქვეყნის საზღვრის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე პანმუნჯომის დასახლებაში. მხარეებს შორის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა 2015 წელს გაიმართა. სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 9 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებაზე განიხილავენ კორეის ნახევარკუნძულზე... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის 2 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი […]
5 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი.
გაეროს უშიშროების საბჭო 5 იანვარს, საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს ირანში შექმნილ ვითარებაზე. სააგენტო ფრანს-პრესის ინფორმაციით, სხდომა აშშ-ის ინიციატივით გაიმართება. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ ორგანიზაციას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საპროტესტო აქციებში მონაწილე ირანელებს, რადგან ადამიანის ძირითადი უფლებების გარდა, საქმე ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას და მშვიდობას. 4 იანვარს, ირანის ხელისუფლებამ გაეროს გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს მიმართა, დაგმონ აშშ-ის მიერ ირანის... Читать дальше...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული ოთხი საქმიდან ერთზე განაჩენი დადგა და იგი მისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
რამდენად დაცულად გრძნობთ თავს? - ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ გამვლელებს მიმართა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის შეფასებით, სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, სოფიო გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, რომ არა კანონს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, გადაწყვეტს თუ არა... Читать дальше...
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი 5 იანვარს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ. პროკურატურის განცხადებით, პრეზიდენტობის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას მისცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა გერონტი ალანია... Читать дальше...