მეუფე სერაფიმეს განცხადებით სასულიერო პირებისა და ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები მოდაში შემოვიდა. “მოდაში შემოვიდა და გაგიხდათ სასულიერო პირების მიმართ ცილისწამება და ეკლესიის დაკნინება, პირად შეურაცხყოფას ავიტანთ არ იდარდოთ. დღეს ვნახე საკმაოდ ცნობილი ადამიანი, რომელიც არის დიდი ცილისმწამებელი. შევხედე თვალებში და მშვიდად ვუთხარი, რომ ის რაც მან ოდესღაც რაც გააკეთა არის ცილისწამება, რაზეც აფორიაქებულმა მიპასუხა, რომ […]
ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ სეპარატისტულ კატალონიას პირდაპირი მმართველობა დაუწესა და 21 დეკემბერს არჩევნები დანიშნა. ამ მოვლენებს აქტიურად ეხმაურება ევროპის პრესა. ჟურნალისტების ნაწილი წერს, პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ახლა ამომრჩეველი უნდა მიიმხროს, რომ არჩევნებში სეპარატისტებმა არ გაიმარჯვონო. სხვები აღნიშნავენ, რომ ესპანეთი უკვე ბევრი თვალსაზრისით უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა “ქართული მარში”-ს ორგანიზატორებს მოუწოდებს 4 ნოემბერს, რუხის ხიდზე მივიდნენ და მასთან ერთად იბრძოლონ სოხუმისთვის. ეს განცხადება მან გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას გააკეთა მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორებმა ზვიად სიჭინავას მოღალატეობა დააბრალეს და განაცხადეს, რომ მან აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოსმენა იგეგმება. ეკა ბესელიას ინფორმაციით, მოსმენა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება. ”ეს არის პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილი. ჩვენ ახლა ვათანხმებთ დროს და თარიღს, ასევე საკითხთა ნუსხას მოსმენის დღის წესრიგთან დაკავშირებით. მინისტრის მხრიდან ველოდებით ანგარიშს, ამავე დროს ახალ კონცეფციას და მოსმენას რეფორმაზე, რომელზეც სამინისტრომ იმუშავა. ჩვენ გვაქვს […]
„ერისგან, რომლსაც გურამ კაშია ძალიან მაღალ დონეზე ემსახურება, მიიღო სიბინძურე და ტალახის სროლა“, – ამის შესახებ სპორტული მიმართულების ჟურნალისტმა დავით ერაძემ ტელეკომპანია “პირველი”-ს ეთერში, გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ დებატის დროს განაცხადა, სადაც საუბარი ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ ლგბტ პირების მიმართ გამოხატული სოლიდარობის ნიშნად სამკლაურის დამაგრების საკითხის განხილვას მიეძღვნა. „ვესაუბრე გურამს, როდესაც მსურდა როგორც ჟურნალისტს მისი […]