კინო-გრიმიორი ქეთევან ჩანთაძე, რომელიც აშშ-ში სწავლის გასაგრძელებლად სპეციალურ კონკურსში მონაწილეობდა, კახი კალაძის შესახებ საუბრობს. აქამდე საჯაროდ მადლობა არ გადამიხდია იმ ადამიანისთვის ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი დიდი და ურთულესი ბრძოლის წარმატებით დასრულებაში. დღეს,როდესაც ყველა ნერვიულობამ გაიარა და მე აქ ვარ,მადლობას ვუხდი კახი კალაძეს რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია და სწავლის ნახევარი დამიფინანსა. მაშინ ჯერ კიდევ ენერგეტიკის […]
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 50-ე შეხვედრა გაიმართა.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება 2016 წლის 19 მაისს სოფ. ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დაუთმეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხს, რომლებიც განვლილი პერიოდის განმავლობაში უკანონოდ იქნენ დაკავებული ე.წ. საზღვრის […]
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავი უწყების მიერ რეგიონში გატარებული „პროფილაქტიკური ღონისძიებების“ შედეგად, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 649 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 27 შემთხვევა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა იყო. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის კიდევ ერთი ფაქტი ოკუპირებულ რეგიონში გუშინ დაფიქსირდა. სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მისი მდგომარეობა […]
თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგების ნაწილი დილიდან გაკვეთილებზე არ შედის. ისინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დირექტორის გათავისუფლებას და აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებას ითხოვენ. ასევე განათლების სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები არ არიან სწორად ინფორმირებულები. მარიამ თავართქილაძე აცხადებს რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა და არასწორია ინფორმაცია, რომ […]