დედაქალაქის მერობის ვადის პერიოდში მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა დავით ნარმანია. უახლოეს დღეებში ის თანამდებობას კახა კალაძეს გადააბარებს, თუმცა როგორ დაამახსოვრდება დავით ნარმანია თბილისს? – თანამდებობაზე გატარებულ წლებსა და სამომავლო გეგმებზე მერს იმედა დარსალია ესაუბრა. წყარო – საზოგადოებრივი მაუწყებელი
ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ქალაქი მარტო „ქართული ოცნების“ არ არის. როგორც მან აღნიშნა, ის მზადაა, ითანამშრომლოს ოპონენტებთან, რადგან მისი თქმით, ყველას უყვარს თბილისი და ყველას აქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი – უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა, განახლებული ტრანსპორტით და ა.შ. „ყველა ჩემს […]