უფლებამდაცველი ინგა ბერიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი კიეველებს მოუწოდებს დაიცვან ის საქართველოში ექსტრადირებისგან. “მე-7 საპყრობილე გელოდება, რომელსაც არცერთი სარკმელი არა აქვს! ეს ის საკანია სულს, რომ ხდიდი ქართველ ვაჟკაცებს! დარწმუნებული ვარ, შენი ჩამოყვანის დღე – სახალხო ზეიმად იქცევა, როდესაც მატროსოვზე შეგასახლებენ და სამუდამოს მოგისჯიან! ქართველთმოძულე სატანა! ვინც შენ პოლიტიკოსობა დაგაბრალა და […]
ყოფილი თანაგუნდელები და ნათესავები, თამაზ მეჭიაური და ზაქარია ქუცნაშვილი ერთმანეთს არჩევნების შემდეგ უკიდურესად დაუპირისპირდნენ. თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს მისთვის ხმების მოპარვას ედავება, რასაც ქუცნაშვილმა გადაცემა “არჩევანში” უპასუხა და სკანდალური განცხადება გააკეთა მეჭიაურის შესახებ, მას ლოთი, არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი უწოდა.
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის 20 ქართველი თანამებრძოლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც უკრაინაში ბინადრობის უფლება აქვთ მიღებული. ლუცენკოს განცხადებით, საუბარია იმ პირებზე, ვინც უკრაინაში ბინადრობის უფლება უკანონოდ მიიღო იმ პერიოდში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი ეკავა. „სააკაშვილი უკრაინელი და ქართველი ექსტრემისტების ვიწრო წრეს ეყრდნობა. ოდესის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა საოლქო კომუნალური ცენტრი, […]
არც ერთი ღირებულებითი კრიტერიუმის მიხედვით არჩევნებზე პარტიებსა და კანდიდატებს ხმას არ ვაძლევთ და ქართული პოლიტიკა მხოლოდ ფორმით თუ არის პოლიტიკა; შინაარსით ის დიდად არ განსხვავდება, მაგალითად, სპორტული შეჯიბრებისგან ან სილამაზის კონკურსისგან.
ჩაქვში ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. პირველადი ინფორმაციით, მძღოლი და მგზავრები გადარჩნენ, მხოლოდ ერთი მგზავრი გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში, იგი მსუბუქად დაშავდა . შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. მაშველებმა მანქანა წყლიდან უკვე ამოიყვანეს და გზა გახსნილია. თვითმხილველების ინფორმაციით ავტომანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ. ინფორმაციას და ფოტომასალას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.