საქართველოს კომუნიკაციების კომისია, 40-მდე საკაბელო ტელევიზიის მიერ, რამდენიმე ქართული ტელეარხის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კომისიის 2006 წლის N17 დადგენილების 109 მუხლისმე-8 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშო დღით ადრე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული... Читать дальше...
კიევში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები, რომლებსაც კიევში, გრუშევსკისა და სადოვაიას ქუჩების კვეთაზე კორდონი ჰქონდათ მოწყობილი, ატარებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს, რომლებსაც კარვები და საძილე ტომრები შეაქვთ. პოლიციელების კორდონთან […]
გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩი აუცილებელი არაა, პროფესიონალი დიპლომატი იყოს, მაგრამ აუცილებელია, იყოს გამორჩეული ავტორიტეტის, შრომისუნარიანობისა და წარმატებული პროფესიული წარსულის მქონე ადამიანი, რომელიც შეძლებს ურთიერთობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობას კარდაკარ ხვდება. კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. გიორგი ბირბიჩაძის თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების სრულად მოგვარება მომავალ ოთხ წელიწადში, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, თუმცა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის […]