ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბრს კიევში უმაღლესი რადას შემობასთან მიტინგის ორგანიზებას გეგმავს. ინფორმაციას “Страна.ua” პოლიტიკოსის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.. მიტინგი ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება, სადაც სააკაშვილი დეპუტატების წინაშე გამოსვლას მოითხოვს. “შემდეგ შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. განწყობა მტკიცე გვაქვს“, – აცხადებს გამოცემის წყარო.
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება აუცილებლად მოხდება. ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. “ამისათვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია. ახლა კი ჯერი იმ ქვეყანაზე ან იმ ქვეყნებზეა, სადაც ის ახლა არის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ადრე თუ გვიან ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი […]
აფეთქება იყო რამდენიმე წუთის წინ სანდრო ეულის ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ჟანგბადის ავზი აფეთქდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. აფეთქება სანდრო ეულის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მოხდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსი შენდება. შსს-ს ცნობით ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, ზუგდიდში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მერობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მერობის კანდიდატები 12 სექტემბერს, ხოლო გურიის მერობის კანდიდატები 10 სექტემბერს წარადგინა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მერობის კანდიდატები წარადგინა თბილისში, კახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.