ქობულეთში ორი დღის წინ ზღვაში დაკარგული 12 წლის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით ბიჭი ნაპირზე იდგა, რა დროსაც ტალღებმა გაიტაცა.
მეხუთე არჩევნებს ვუახლოვდებით და მნშვნელოვანია, ერთად დავდგეთ, რათა ჩვენი დაწყებული ყველა კარგი საქმე გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი არჩევანი განაპირობებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოველი ქალაქისა და ყოველი სოფლის განვითარებას. “ქართულმა ოცნებამ” […]
თუშეთში, ხახაობს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია და ცოცხალი ძალაა ჩართული, ცეცხლის ახალი კერები მაინც ჩნდება, რასაც ქარიანი ამინდი უწყობს ხელს. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი 15 ჰექტრამდე ფართობს უკიდია. ვიდეომასალას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.