ორთაჭალაში, აბანოთუბანთან მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს. მოპოვებული ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის ავტომობილში შუახნის მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი. მანქანას გარედან ნატყვიარი ეტყობა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მათ სამი გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მხოლოდ საჭესთან მჯდომი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცს სავარაუდოდ მეორე მანქანიდან ესროლეს. მომხდარის შესახებ შსს კომენტარს რამდენიმე წუთში გააკეთებს. Читать дальше...
საარჩევნო კომისიამ 2017 წლის 21 ოქტომბრისთვის პარტიებისა და ბლოკების საარჩევნო ნომრები განსაზღვრა. 29 პარტიიდან წილისყრით მხოლოდ 15 პარტიას მიანიჭეს ნომრები, დანარჩენ რეიტინგულ პარტიებს კი თავიანთი მოთხოვნის შესაბამსად ენიჭებათ ნომრები. მომდევნო არჩევნებზე ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია და სხვები იგივე ნომრით წარდგებიან, რაც შეეხება ახალ ნუმერაციას, წილისყრის მიხედვით შედეგები ასეთია:ახალი მემარჯვენეები- 29, მამულიშვილთა […]
კრემლი არ აკვირდება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას, ვინაიდან ეს თემა უფრო პოლიტიკურ კლოუნადას განეკუთვნება, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა: „კრემლის დღის წესრიგში ძალიან ბევრი სერიოზული საკითხია, რაზეც თვალყურის დევნაა საჭირო და რითიც დაკავებული ვართ. არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების საკითხი სერიოზულ საკითხთა ნუსხაში შედიოდეს“, – […]
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი უკრაინის საზღვრის დარღვევას დანაშაულად აფასებს. როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ყველამ, ვინც საზღვრის გარღვევის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული, პასუხი უნდა აგონ. „უკრაინის საზღვრის ძალის გამოყენებით გარღვევა დანაშაულია და ყველამ, ვინც დაკავშირებულია ამ გარღვევის ორგანიზებასთან, პასუხი უნდა აგოს. განსაკუთრებით მკაცრი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვინც საკუთარ თავს უფლება მისცა, დაამციროს და ხელი აღმართოს იმ […]