უკრაინაში, საზღვრის გადაკვეთის დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეკომპანია “იბერია”- ს ჟურნალისტი, შოთა ფალავანდიშვილი სცემეს. ინფორმაციას არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ხუზმიაშვილი ავრცელებს. ” უკრაინაში, მაშინ როდესაც სააკაშვილმა საზღვარი გადაკვეთა, ხალხმრავლობასა და ჩოჩქოლში მოყვა იბერიის ახალი ამბების ჯგუფი.. რეპორტიორი შოთა ფალავანდიშვილი არის ნაცემი. მას თავში ჩაარტყეს და სხეულის დაზიანებებით ის სასტუმროშია და ამ წუთებში სასწრაფო დახმარების […]
თავისუფლება გისმენთ
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან ერთად უკრაინის საზღვარზე დგას, თუმცა მესაზღვრეები მათ არ უშვებენ და მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ტერიტორია დანაღმულია. ამის შესახებ იულია ტიმოშენკომ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთის საზღვრიდან უპრობლემოდ გამოატარეს, თუმცა პრობლემები უკვე უკრაინის საზღვარზე შეიქმნა.
მატარებელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ცოტა ხანში უკრაინისკენ დაიძრება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დეპუტატმა სარიუშ ვოლკსიმ ინფორმაცია პოლონეთის ხელისუფლებას შეატყობინა. მანამდე, უკრაინული მხარის მიერ გაცემული იყო ბრძანება, რომ მატარებელი არ დაიძრებოდა, სანამ მიხეილ სააკაშვილი ვაგონს არ დატოვებდა, თუმცა გადაწყვეტილება უკვე შეიცვალა.