Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნოიერტი: აშშ მოუთმენლად ელის დღეს, როცა საქართველო გახდება ნატოს წევრი

აშშ-ის შეფასებით, რუსული ოკუპაციის მიუხედავად საქართველო განვითარებას განაგრძობს. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა. მან ბრიფინგი დაიწყო სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე საუბრით. ნოიერტის თქმით, სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცე.


„ათი წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და აგრძელებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირების, ადამიანების დაღუპვის, გატაცების და სხვა განუკითხაობისა, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება, საქართველო განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებას და ეკონომიკის განვითარებას“ - განაცხადა ჰიზერ ნოიერტმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს მხარდამჭერია.


ნოიერტის თქმით, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები ერთად მსახურობენ ავღანეთში, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი წილი აქვს ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და აშშ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა საქართველო გახდება ნატოს წევრი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს კანონის უზენაესობის და მთავრობის ანგარიშვალდებულების განმტკიცებისთვის საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა 20 სექტემბერს, ვაშინგტონში გაიმართა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus