საპარლამენტო უმცირესობა გამოსავლად მიიჩნევს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა, რომ მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღებია. „მეორე - მან ისაუბრა, ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს პრობლემებს, იმ კრიზისებს, იმ სირთულეებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.