საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 17 აპრილს გეგმავს; სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ოპონენტები ამ კანონს რუსულს უწოდებენ; რუსი ულტრანაციონალისტი ალექსანდრ დუგინი "ქართული ოცნების" პოლიტიკას უჭერს მხარს და მას ოპონენტების განადგურებას ურჩევს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა ონლაინ გამოცემების "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს სცემეს.
სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს.