ხუთშაბათს, 18 აპრილს, შესრულდება ნახევარი წელი მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი, ალსუ კურმაშოვა ციხეში სასჯელს იხდის თავისი ჟურნალისტური სამუშაოსთვის - რასაც მისთვის წინა 25 წელიწადის განმავლობაში დაფასება და პატივისცემა მოჰქონდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში შვიდი დაშავებული მიიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია. საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ დაშავებული პოლიციელები "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გადაიყვანეს.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. შენგელია წერს, რომ ევროპისკენ წინსვლისთვის ერთიანობაა საჭირო.
საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს, კენჭს უყრიან ე.წ. აგენტების კანონს, რომელმაც თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოიყვანა ათასობით ადამიანი. პროცედურაზე სხდომის გახსნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
17 აპრილის გადაცემა წინა დღის საპარლამენტო განხილვასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალოვანთა ქმედებებზე გამოხმაურებით დავიწყეთ. მსოფლიო ამბების მიმოხილვა კი შეეხებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხისადმი და ახლო აღმოსავლეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკას.