მომდევნო კვირა-ნახევარში გაირკვევა, პრემიერ-მინისტრის გადადგომა როგორ შეცვლის მთავრობის შემადგენლობას. პირველ რიგში, ოთხი მინისტრის ჩანაცვლებას ვარაუდობენ. ისინი პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრები იყვნენ.
2022 წლის შემოდგომიდან რუსეთის არმია უკრაინასთან საომრად პატიმრებს იბირებს, მათგან აკომპლექტებს მოიერიშე რაზმებს, რომლებიც ფრონტის ყველაზე რთულ უბანზე იბრძვიან.
სომხეთში სახელმწიფო ჰიმნის, გერბისა და კონსტიტუციის შეცვლას განიხილავენ. შესაძლოა, გერბიდან არარატის მთა გაქრეს, ჰიმნი შეიცვალოს, კონსტიტუციას კი ჩამოსცილდეს პრეამბულა, რომელიც მთიან ყარაბაღს უკავშირდება. ამ იდეის უკან ოპოზიცია აზერბაიჯანისა და თურქეთის „ზეწოლას“ ხედავს.
შარშან რუსეთიდან გაზის იმპორტი ისევ გაიზარდა.
ვინ არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რას ითხოვს ის პოლიტიკოსებისა და პარტიებისგან და რატომ ვერ პასუხობს ოპოზიცია მის მოთხოვნებს? ყოველი არჩევნების მოახლოებისას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა (ძირითადად ე.წ. პატარა პარტიები) პრიორიტეტად აცხადებენ ელექტორატის გადაუწყვეტელი ნაწილის დაინტერესებას.
რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით ლარში გაცემული სესხები იაფდება. დეკემბრის მდგომარეობით, ასეთი 184 ათასზე მეტი სესხია.
პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
ისნის რაიონში დიდი მშენებლობა იგეგმება. ადგილობრივებმა ამ ახალ დასახლებას უკვე დაარქვეს ქალაქი ქალაქში. ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ეკუთვნის. „ქართუ“ მის გაყიდვას გეგმავს. ვინ აშენებს და რას ფეხსაცმელების საბჭოთა ქარხნის ტერიტორიაზე?