საარჩევნო წლის ერთი თვე მიილია, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო შემცირდა დრო იმ რეფორმების განასხორციელებლად (ასეთის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი), რომლებიც არსებითია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად.
ოკუპირებულ აფხაზეთში ეძებენ დასავლეთის ჰუმანიტარულ თუ სოციალურ პროექტებში ჩართულ პირებს და მათ „აგენტებად“ მოიხსენიებენ. სოხუმში არ შეუშვეს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპის ათამდე ბიბლიოთეკიდან 2 მილიონი ევროს ღირებულების რარიტეტული გამოცემებია მოპარული. ქურდების ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ქართველებიც არიან.
2024 წელს დასავლელი მოკავშირეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის და ნატოს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება, რომ საბრძოლო მარაგები სწრაფად იწურება.
რუსეთის ხელისუფლებას სურს მოიზიდოს საზღვარგარეთ მცხოვრები რაც შეიძლება მეტი თანამემამულე, რისთვისაც კრემლი შესაბამის საკანონმდებლო ნიადაგს ამზადებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ ემშვიდობება მთავრობის მეთაურის პოსტს, - მეორედაც მოულოდნელად. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი, სავარაუდოდ, პრემიერი ხდება.
50 წლამდე ქალს გამოძიება მცირეწლოვანი შვილის გაუპატიურების ხელშეწყობას ედავება. ქალი 25 იანვარს დააკავა გამოძიებამ და ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ამ ბრალდებით დედაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-137-ე მუხლით მიმდინარეობს.
ქალაქების, სოფლებისა და დასახლებების ფოტოები გადაღებულია 2022 წლის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე და შეჭრის შემდეგ.