ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. სამართალდამცველები ცდილობდნენ გზის გათავისუფლებას, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეების განაცხადებით, ამ დროისთვის დაკავებული 13 პირი უკანონო პატიმრობაში არიან და უნდა გათავისუფლდნენ. „13 ახალგაზრდაა დაკავებული. იყვნენ მაშველები, გადაარჩინეს 42 ადამიანის სიცოცხლე. რაღაც ინციდენტი მოხდა და ყველას ერთნაირი სასჯელი ...
ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითმყოფადობას, ქვეყნის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ასეთი რამ საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალადობრივი დაპირისპირება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია. „ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითმყოფადობას, ქვეყნის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ასეთი რამ საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს. მიმაჩნია, რომ ...
28 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე, საბოლოო მოსმენით “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს განიხილავს. არ არის გამორიცხული საარჩევნო რეფორმა, ხვალვე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს და საბოლოოდ დაამტკიცოს. ინფორმაციისთვის, ორდღიანი განხილვისა და ხანგრძლივი დებატების შემდეგ, პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო. პროექტს “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა საპარლამენტო ოპოზიციურმა ჯგუფებმა მხარი დაუჭირა, თუმცა კენჭისყრის დაწყების... Читать дальше...