გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“ ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ. პარტიაში მომხდარს ოფისის მეპატრონეზე ზეწოლას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო ისინი ფართს დატოვებენ. აჭარაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ოფისის მეპატრონე ეუბნებოდა, რომ მათი პარტიის მხარდამჭერი იყო, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა. მიქელაძის განცხადებით, მმართველი პარტია ახლა ისე იქცევა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს „ქართულ ...
საგარეჯოში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩაილურში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შედეგად ავტომობილში მჯდომი 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების დროს ასევე დაშავდა მოტოციკლის მძღოლიც, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, მეთ ჰენკოკი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მის მიერ თანამშრომლის კოცნისას სოციალური დისტანციის დარღვევის ამსახველი ფოტო მედიაში გავრცელდა. ფოტოზე, კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პერიოდში ჰენკოკი კოლეგას, ჯინა კოლადანჯელოს კოცნის. ცნობისათვის, ფოტო გამოცემა The Sun-მა გაავრცელა, წერილში, რომელიც ჰენკოკმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონსს გაუგზავნა აცხადებს, რომ მთავრობას “ვალდებულება აქვს იმ ხალხის წინაშე, რომელმაც პანდემიის გამო ...
პროკურატურა ვახტანგ ყიფიანისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასვევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე ვ.წ. -ს (წარსულში ვ.ყ.) ბრალდება წარუდგინა. Читать дальше...
კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს: “ძვირფასო მეგობრებო, ცოტნეს საკმაოდ სწრაფმიმავალი რეაბილიტაცია ამა წლის მარტში შეფერხდა სერიული კრუნჩხვებით დამძიმებული ეპილეპტური სტატუსის გამო, რომელიც ამჟამად გერმანელი ექიმების ძალისხმევით დაძლეულია და ისევ საიმედო გზაზე ვართ, გვაქვს ყოველდღიურად გარკვეული პროგრესი. უმძიმესი პერიოდები გავიარეთ აჯიბადემში, იალოვაში, ჰაიდელბერგში, უნასა და ოსნაბრუკში. საქართველოს საელჩო გერმანიაში ყოველდღიურად იღებდა ინფორმაციას, ჩართული იყო ორგანიზაციულ საქმიანობაში. Читать дальше...