“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე. დედა ჩემი დაკვირვება და ფიქრი დედაზე 5-6 წლიდან დაიწყო. მამას საერთოდ არ ვახსენებდი. არ მახსოვდა. 3 წლის ვიყავი, რომ დაიჭირეს. ჩემს ირგვლივ იმდენი ბავშვი იზრდებოდა უმამოდ, კარგახანს არ მიკითხავს არავისთვის, მამაჩემი სად არის – მეთქი. მე და ...
“ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენ ყველას საერთო სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები. ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა. საქართველოს ...
“ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი, მე ჯერ დაგჩაგრავ, ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ! ეგეთი რამ არ გამოუვათ! პირობა არის ეს, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“, – ამის შესახებ „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ასეთი საუბარი ...
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე. ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.
“ეს ყველაფერი ხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო; ყველანაირ არაკაცობას, თუნდაც ასი წლის წინათ მომხდარს, ჰყავდა და ჰყავს თავისი ინტელექტუალური მხარდამჭერები; ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფრის გამართლება, ახსნა, კონფორმისტული დუმილი და ბოროტებასთან თანამშრომლობა. ცხადია, შეუძლებელია შიშველი ხელებით შეიარაღებულ ხვადაგებთან გამკლავება, მაგრამ შესაძლებელია პირქუში, დუმილიანი ბოიკოტი. ეს ყველას შეუძლია. ყველას, ვისაც გააჩნია ელემენტარული ღირსება, რომ უბრალოდ ხელი არ ...
“რადგან ხელისუფლებამ “პოლარიზაციის დასრულების” ტექნოლოგიად “რადიკალური ძალების” ნეიტრალიზაცია აირჩია, მინდა იმათ ვისაც ჭკუა ჯერ კიდევ მოეკითხება, ვუთხრა შემდეგი: თქვენმა მანკიერმა პოლიტიკამ და პროპაგანდამ ყველა, ვინც გაკრიტიკებდათ, შეცდომებზე მიგითითებდათ, უკმაყოფილო იყო, “რადიკალად მონათლა”, ანუ გასანეიტრალებელ გემზე აიყვანა. ანუ, ახლა აპირებთ ნახევარი საქართველოს განეიტრალებას, მეორე ნახევრის სასარგებლოდ? ნუ, სიბრიყვესაც აქვს საზღვარი…”, წერს სოციალურ ქსელში, გია ხუხაშვილი.
არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საქართველოს პოლიციამ აღასრულა ისე, რომ ერთ ადამიანს ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მეორე მხარეს არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც უნდათ ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო გადატრიალების, შტურმის, პარლამენტში შევარდნით, ჩვენი მოქალაქეების ბულინგითა და ზეწოლით. „როგორც ...
“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ამასთან, თეა წულუკიანი საერთაშორისო კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას: “სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ...
მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრისა და „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პოლონელი პილიტიკოსის თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ შეიძლება ძალის გამოყენებით მოგვარდეს. „საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ შეიძლება ძალის გამოყენებით, აგრესიითა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებით მოგვარდეს. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ ...
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებიტ, ამ პერიოდში, რადიკალიზმის და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადსხვა მძიმე დანაშაულში. “პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში. ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში, კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არა თუ შეამცირა, არამედ ...
ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს – ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ბრძოლა ციხიდან იწყება გამარჯვებით დასრულდება! „ეს უმსგავსო ხალხი დგას და ქირქილებს, აბა თუ მაგრები იყავით, როგორ ვერ დაიცავითო, გუშინ ღამით შევიკრიბეთ და ...
პარტია “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ახლა ქვეყანაში ბრძოლა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მიდის. “სამართლებლივი მექანიზმი სულ არსებობდა იმისთვის, რომ ნიკა მელიას საქმე აქამდე არ მისულიყო. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ პირიქითა სამართლებლივი მექანიზმი გამოიყენა. მას უნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაანადგუროს ნიკა მელიას დაჭერით და სინამდვილეში, ამით აძლიერებს გუნდს და თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს. ახლა ...
მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. ამის შესახებ განაცხადა პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა, რომლის თქმითაც, პირველი ნაბიჯი “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას. “დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, ეს იყო ესკალაცია, ძალიან სამწუხარო სურათი, რაც ვნახეთ და რაც ვიხილეთ. დღესაც იგივეს ვიმეორებთ, რასაც ვამბობდით გუშინ და მთელი ეს პერიოდი და ყველა ჩვენი მეგობარი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, სანამ ...
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება ყველა საერთაშიროსო ორგანიზაციის სტანდარტით დაუშვებელია. “ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, წიწაკის სპრეის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ სივრცის დატოვების საშუალება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი. სიპიტის 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაცია, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში. ადამიანის უფლებათა სტანდარტით წიწაკის... Читать дальше...