4 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბეტონის საამქრო შპს „ნიუ პასაჟის“ ხელშეწყობის მიზნით, 185,000 ლარის ინვესტიცია გამოყო. შპს „ნიუ პასაჟი“ 2019 წელს დაარსდა, მისი წლიური ბრუნვა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 60 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია რეგიონში, ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება. „ნიუ პასაჟი“ ...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ, კომისიის მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან მისი შეფასებით, მმართველ გუნდს ყველა დარღვევა უკვე ჩასწორებული აქვს. “გაერთიანებული ოპოზიციის” სახელით, საოლქო კომისიებში დაიწერა 742 საჩივარი, სასამართლოში შევიდა 58 სარჩელი და 23 ...
სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც “ქართული ოცნებისა” და “მოქალაქეების” მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში ასახული პუნქტების კანონპროექტებად გარდაქმნაზე იმუშავებს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. “ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები ვერ შეცვლის ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას, რომელიც ახალ არჩევნებს გულისხმობს: “არანაირი საარჩევნო ცვლილებები და არანაირი სხვა თემები ვერ გადაფარავს იმ მთავარ საკითხს რასაც ...
მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური მკვლელობებიდან გადავიდა პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, რადგან “დიდი ხანია ის პოლიტიკური გვამი გახდა”. “ბულინგი იყო აქამდე, ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, ბულინგზე მეტი, სანამ მას შეეძლო, ფიზიკურად კლავდა ...
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მამაკაცს ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხი გასროლა მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
იტყუებიან, რომ თითქოს მემორანდუმში რაღაცები არის გაუარესებული, ეს არის ტყუილი,- ასე პასუხობს “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან ” სტრატეგია აღმაშენებლის” კრიტიკას მემორანდუმთან დაკავშირებით. მისი თქმით, დოკუმენტი ღიაა და სხვებს შეუძლიათ უკეთესი პუნქტები შეატანინონ მმართველ პარტიას. “კარგით, დავუშვათ ჩვენ გავაუარესეთ, ადგნენ და უკეთესი პუნქტები შეატანინონ “ქართულ ოცნებას”, ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ იმას კი არ ნიშნავს, რომ ...
პარტია “მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი, რომელიც პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ შევიდა, იმ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე იქნება, რომელიც აღნიშნულ საარჩევნო რეფორმაზე იმუშავებს. ლევან იოსელიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იწყება რეალური მუშაობა საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად და ის ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა... Читать дальше...
8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. “უნდა გვესმოდეს, რომ არაგონივრული, არა ფრთხილი სწრაფი შეზღუდვების მოხსნა, გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების, ამიტომ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვაქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ. იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწყოთ ხელი ეკონომიკას ...
ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის, მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ უფლებამოსილების არშეწყვეტით ხელისუფლებამ მოლაპარაკებისთვის გზა დატოვა, თუმცა ამ დრომდე შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. მათივე თქმით, თუ ასე გაგრძელდება, ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის მოემზადება და კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს. “სწორედ არჩევნების იდეის გადასარჩენად არის საჭირო შეთანხმება ვადამდელ ნორმალურ არჩევნებზე ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვაშიადანაშაულებს. თუმცა, აცხადებს, რომ ასეთი მედიასაშუალებების რაოდენობა საბედნიეროდ, არც ისე ბევრია. სააკაშვილის განცხადება უკავშირდება, გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიას – „სააკაშვილის ახალი მარცხი: რატომ არ იმუშავა ქართული ოპოზიციის ულტიმატუმმა“, რომლის ავტორია გამოცემის რედაქტორი იური პანჩენკო. სტატიას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა: „რას ნიშნავს, ულტიმატუმმა... Читать дальше...