“ამ შესაძლებლობას გვაძლევს ღმერთი. მე ვერ ვიტყვი საიდან მოდის, მაგრამ მოდის, ღმერთი იძლევა. დაიძინებ, გაიღვიძებ… დაიძინებ არაფერი გაქვს, გაიღვიძებ და უცებ ვიღაცა მოდის…” — ასე პასუხობს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა კითხვას ავტომობილების შესახებ. მთავარი არხის ინფორმაციით, მას რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავს, რომელსაც თავად მიტროპოლიტი ნაჩუქარს უწოდებს. “რასაც მაძლევენ, მე არ ვხარჯავ ამაში ფულს, მაძლევენ და ...
ზუგდიდის ე.წ. “საკონსერვოს უბანში” მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ნანგრევებში მოყოლილი 11 წლის მარიამ მამასახლისი მაშველებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს. შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახი ცხოვრობს. “იმ მომენტში, ნგრევის დროს გასული ვიყავი, ამ დილით, დამირეკეს ჩამოინგრაო, ყველას შეეშინდა, მეკითხებოდნენ ნანგრევებში მოყევი თუ არაო, მოვედი და ეს ვითარება დამხვდა. შენობას ჯერ ...
ვინც შედიხართ პარლამენტში, შედით. რას დაგვღალეთ და გადაგვაყოლეთ. ვინც არ შედის, დაანებოს თავი 24-საათიან რეჟიმში ამაზე საუბარს,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ინაშვილი აღნიშნავს, დავით გარეჯის თემა გარიგების ნაწილია და “ქართული ოცნება” ვაჭრობს. “არჩევნების გაყალბების შემდეგ “ქართული ოცნება” ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ ...
სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მოითხოვენ უგუნური შეზღუდვების გაუქმებას და გონივრული რეგულაციების პირობებში ეკონომიკის და ქვეყნის ნელ-ნელა გახსნას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აქციაზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გონივრული რეგულაციების ნაწილი „ლელომ“ მთავრობას უკვე შესათავაზა, რაც კოვიდპასპორტების შემოღებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 70%-მდე დატვირთვით ამუშავებას გულისხმობს. „სოლიდარობას ვუცხადებთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც... Читать дальше...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი ზუსტი რაოდენობა „ფაიზერის“ ვაქცინის, რომელსაც საქართველო თებერვლის ბოლომდე მიღებს. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება. „დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ... Читать дальше...