საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. „ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე... Читать дальше...
ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მან გამოიყენა თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არც ახლა არ მჯერა მისი ქველმოქმედების, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქონების ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადაეცეს, ამ ქონების დაცვას ჰგავს, რომ პოლიტიკური კრიზისების პერიოდში რაიმე არ დაემუქროს. „იყო დრო, როცა ძალიან ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, ნამდვილად ...
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელის თქმით, პირველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, რეალურად, ვერ მოახერხა წასვლა, რადგან მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეძლო შესაფერისი ლიდერი ყოფილიყო. ამიტომაც, ხიდაშელის განცხადებით, ივანიშვილი იძულებული გახდა, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. ხიდაშელის შეფასებით, ივანიშვილის შეცდომა 2013 წელს დატოვებული ლიდერი იყო. “მე ვფიქრობ და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, ...
ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს – ფიქრობენ, რომ ყოველგვარი აპელაციის გარეშე, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის უნდა აღსრულდეს, – ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის შეფასებით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი იქნებოდა სამართლიანი შეფასების გაკეთება ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს გააჩნია. „თუკი თავად ოპოზიცია ამ საკითხებში არ ერთვება, ...