Добавить новость




Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თურქეთში არსებული ვითარება - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო, საზოგადოებას კი ინფორმაცია, თურქეთის პრეზიდენტმა თავად გააცნო.  

რამდენიმე წუთის წინ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელსიუფლებას ულება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც დროის კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაში გასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება; განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოს ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა და სხვა.

თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები (სარფი, ვალე, კარწახი) მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებული უსაფრთხოებისა და კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები 5-6 საათით ადრე გამოცხადნენ აეროპორტებში.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040;

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905418184400

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: 
+ 90541 326 22 26

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზზე: 577984020,"- წერია განცხადებაში

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus