2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე მდებარე ჯიხურის სახურავზე ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ცხედრები აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა მაშინ განაცხადეს, რომ მათი გარდაცვალება სახურავზე გამავალმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია, თუმცა, ჯიხურის მეპატრონე ოლეგ ჟვანია, იხსენებს, თუ როგორ სთხოვდნენ მას ეთქვა, თითქოს კვინტრაძე და ასათიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ, მისივე თქმით, დაჰპირდნენ, რომ მის ჩვენებას გაამყარებდნენ თელასის […]