პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე და შეფასებებზე წერს. “ერთი მოკრძალებული რჩევა ყველას, ვინც ბათუმის მოვლენებზე საჯაროდ საუბრობს – იქნებ თავი შევიკავოთ იმ ფრაზების ციტირებისგან, რომლებიც პროვოკატორებმა ჩვენი მხრიდან უნებური ტირაჟირების იმედადაც შემოაგდეს.”– წერს უსუფაშვილი.