არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა “ნაციონალური მოძრაობიდან” გუნდის ნაწილის წასვლას. შეფასებებში აქტიურობით მედიის წარმომადგენლებიც გამოირჩევიან. ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, კომენტარით: ”ბოკერია წვავს ფოტო და ვიდეომტკიცებულებებს, რომლებზეც ასახულია მისი და სააკაშვილის ერთობლივი საქმიანობა”, – წერს მძინარაშვილი. ”ზის თურმე მიშა სააკაშვილი და ითვლის…”