პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, პაატა ბურჭულაძის ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანებას “ნაციონალურ მოძრაობა 2”-ს უწოდებს. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, ამ გაერთიანებით დისკრედიტირებული “ნაციონალური მოძრაობის” ტრანსფორმირებას ცდილობს. “გასაგები ენით რომ ვთქვათ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა 2”. ბატონი სააკაშვილი, საკმაოდ მარტივი ფორმულით მოქმედებს. “ნაციონალური მოძრაობა” სრულიად დისკრედიტირებულია. ბარამიძეები, თარგამაძეები და მაჭავარიანები ვერანაირ […]