მინდა გავაფრთხილო ”რესპუბლიკური პარტია”, მინდა გავაფრთხილო სხვა პარტიები – ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო!, – ასე უპასუხა პარტია ”ცენტრისტების” წარმომადგენელმა ლადო ბედუკაძემ კრიტიკას, რომელიც პარტიის საარჩევნო რეკლამას მოჰყვა. ამ თემაზე კომენტარი ბედუკაძემ ტელეკომპანია ”პირველთან” გააკეთა. ”თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები, სულ ყველა. ერთადერთი ადამიანი ვის შეხედულებას, ვის პოზიციასაც მე გავიზიარებ, ეს ბიძინა ივანიშვილი იქნება. […]