„ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს და სამიტის ფარგლებში მიღებულ კონკრეტულ შედეგებს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, სადაც, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე და მხარს უჭერს […]