მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I, კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე; ამასთან დიდი პატივისცემით გვსურს თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა […]