ლადო გუდიაშვილის ტილო “ჩვენი ნიკო” “სოტბის” აუქციონზე 75 ათასს ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. საწყისი ფასი ოთხი ათასი ფუნტი სტერლინგი გახლდათ. 1956 წელს შექმნილი ტილო რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი. ამავე სექციიდან დღესვე, ასევე გაიყიდა 629 ათას ფუნტ სტერლინგად ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას”.