“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე თვლის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. განცხადება ვაშაძემ ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გააკეთა: “მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ. თქვენ ასე ფიქრობთ? განცხადებას ხომ ვერ ავუკრძალავთ? ყველას თავისი აზრი აქვს”, – განაცხადა ვაშაძემ.