სამართალდამცავებმა ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ცნობით, საქმე თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. თვითმხილველებმა „პირWელის“ ადგილობრივ კორესპონდენტს განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირი ანტიკორუფციულმა პოლიციამ სამუშაო კაბინეტში დააკავა. გეგეშიძის დაკავებას მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული პოლიციის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის გამგეობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.