ბეჟანიშვილის ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სიცივეს ემსხვერპლა. მამაკაცს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს.