Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

44 900 000 ლარი დაიხარჯება დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმების შესყიდვაზე

საქართველოს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვა 44 მილიონ 900 000 ლარი დაჯდება.

დაჩქარებული შესყიდვის თანახმად, რომელიც შპს "საგანმანათლებლო რესურსებმა“ 29 აპრილს გამოაცხადა, სულ 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შეკერვაა დაგეგმილი.

2026 წლის 5 თებერვალს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

„ეს ნიშნავს, რომ სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. პროცესი მოითხოვს დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განსაზღვრულ ვადებში შეიძინონ ფორმები. შესაბამისად, ღონისძიება უნდა განხორციელდეს შეზღუდულ ვადაში“, - ასე ასაბუთებს დაჩქარებული შესყიდვის გამოცხადებას შემსყიდველი.

ტენდერიდან არ ირკვევა, ვის შეაკერვინებს და ვისგან შეისყიდის სახელმწიფო სასკოლო ფორმებს.

პირველ ეტაპზე (31 ივლისამდე) უნდა შეიკეროს ტანსაცმლის 30%, მეორეზე (20 აგვისტო) - დანარჩენი ნაწილი.

უნდა შეიკეროს:

გოგოს პიჯაკი - 292 000 ცალი;ბიჭის პიჯაკი - 308 000 ცალი;გოგოს შარვალი - 438 000 ცალი;ბიჭის შარვალი - 616 000 ცალი;ქვედაბოლო მუხლამდე - 146 000 ცალი;ქვედაბოლო გრძელი - 1000 ცალი.„ქართული ოცნების“ მთავრობის სასკოლო განათლების რეფორმა 8 მთავარ ცვლილებას მოიცავს, მათგან ერთ-ერთი I-VI კლასებში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღებას გულისხმობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus