Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფერმერები პროდუქტის რეალიზაციის პრობლემებზე ჩივიან - შულავერში აქციაზე ორი პირი დააკავეს

განახლება: რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ ორივე დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს. მათი სასამართლოს სხდომები კანონით დადგენილ ვადაში ჩატარდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ადგილობრივი ფერმერების პროტესტს პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია აქციის ორი მონაწილე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
დაპირისპირების ამსახველი კადრები ადგილობრივმა ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ გადაიღო და ფეისბუქში გაავრცელა. მისი ცნობით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეების მცდელობას, გადაეკეტათ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
პოლიციასთან დაპირისპირებამდე, მათ მარნეულის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. უარის შემთხვევაში კი სადახლოს მაგისტრალის გადაკეტვა დააანონსეს, რაც დაპირისპირებით დასრულდა.
მერის ნაცვლად მათთან მივიდა მერის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე. ის ადგილობრივ ფერმერებს მერიის შენობაში შეხვედრას სთავაზობს.

რას აპროტესტებენ ადგილობრივი ფერმერები?"რადიო მარნეულის" ცნობით, ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები აქვთ. ისინი დღეს, 29 აპრილის დილიდან შეიკრიბნენ და მარნეულის მერთან, დაურ ისმაილოვთან შეხვედრა მოითხოვეს.
„აქციის მონაწილეები ჩივიან, რომ იმპორტირებული პროდუქციის სიჭარბის გამო, ადგილობრივი მოსავლის რეალიზაცია უჭირთ და პროდუქტის გაყიდვა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად უწევთ“, - იტყობინება "რადიო მარნეული", რომელიც ადგილიდან აშუქებს მიმდინარე საპროტესტო აქციას.
ფერმერების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლება გამოსავლის ძიების პროცესში ჩაერთოს და ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი მექანიზმები შეიმუშაოს.
აქცია ისევ გრძელდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus