Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცეს

დღეს, 28 აპრილს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად, 13 ხმით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ პარტიის, "გახარია საქართველოსთვის” წევრებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა.

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი – მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი – ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი – დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ედნარ ნატარიძე.
პატარაძემ კენჭისყრამდე თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, რეგიონში გაგრძელდება ყველა დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტი.
მთავრობის პრიორიტეტებად ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა და ტურიზმის განვითარება დაასახელა.
პატარაძემ შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის, მან შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით თქვა, რომ "თუ რომელიმე თანამდებობის პირი ვერ შეძლებს ფერხულში მუშაობას და ვერ გაართმევს თავს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული".
გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ პატარაძე მანამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა არჩილ სამნიძემ მას შეკითხვა დაუსვე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებითაც.
პატარაძის თქმით, "პოსტსაბჭოთა სივრცეში დღეს უმეტეს ქვეყანას აქვს ანალოგიური საკითხები დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია კომისიები, რომელსაც ხელმძღვანელობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები. ჩვენი ქვეყნები იმოქმედებენ საერთო ინტერესებიდან, ამ ინტერესს ჰქვია მეგობრობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა. აუცილებლად იქნება გამონახული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უპასუხებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, სტრატეგიულ პარტნიორობას“.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის ფარგლებში "მთელი რიგი საკითხები განიხილეს". "რა თქმა უნდა, ეს საკითხიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისთვის".


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში 6 აპრილს იმყოფებოდა, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად. მას თან ახლდნენ მეუღლე - ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა, 4 მინისტრი [საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის] და საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე.
საზეიმო დახვედრა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლეში შედგა. დღის ბოლოს კი ალიევს “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თავის ბიზნესცენტრში უმასპინძლა.

ლიდერებს არაფერი უთქვამთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე - თემაზე, რომელიც "ოცნებამ" 2020 წლის არჩევნების წინ ე.წ. კარტოგრაფების საქმით წამოსწია და გააჩაღა კამპანია „გარეჯი საქართველოა“.

„კარტოგრაფების საქმეს“ არაერთ ადამიანის დაკავება და შიდაპოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს, საქართველოს სასარგებლოდ, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში გადაჭრიდა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა.

დღეს, 28 აპრილს, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "გარეჯის თემაზე ცვლილება არ გვაქვს ორი წლის განმავლობაში, დანარჩენზე საჯარო კომენტარს არ გავაკეთებ".


ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას წლების წინაც იკავებდა: 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე. ის ამ თანამდებობაზე შეცვალა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც 2025 წლის აპრილში გადადგა.
რიჟვაძის შემდეგ ამ თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში იკავებდა სულხან თამაზაშვილი, რომელიც, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
ზურაბ პატარაძის ბიოგრაფიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია ხელმისაწვდომია აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე:
08/2018 წ. - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.2016 წ.(15 ივლისიდან) - 2018 წ. (21 ივლისამდე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.2013-2016 წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.2012-2013 წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.2011-2012 წწ. - საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი).2011 წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.2009-2010 წწ. - საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკიში.2009 წ. (4 მარტიდან 1 მაისამდე) - რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული.2007-2009 წწ. - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული.2004-2007 წწ. - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი.2000-2004 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.2000 წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი.1996-2000 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი.1994-1996 წწ. - ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus