Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას, ზვავებსა და მდინარეებზე წყლის დონის მატებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 მარტიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლი.

ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს „112“-იც.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება.

„17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 - 5 ბალიანი შტორმი“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, შემდგომი ადიდება, ცალკეულ მონაკვეთებზე მათი კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus