Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

8 ნაკვეთი - საჩუქარი ეკლესიას არჩევნების წინ

2024 წლის არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ჰპირდებოდა, რასაც ეკლესია დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა. 


ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობას უკვე არეგულირებს 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება - ამის პარალელურად არსებობს დაუწერელი, მაგრამ წლების განმავლობაში მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც ეკლესია სახელმწიფოსგან იღებს უძრავ ქონებას და სხვა სიკეთეებს ან უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად.


ეს პრაქტიკა შენარჩუნდა 2024 წლის არჩევნების წინაც - სექტემბერსა და ოქტომბერში მთავრობამ ეკლესიას 7 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 8 ნაკვეთი ან აჩუქა, ან სიმბოლურ ერთ ლარად გადასცა. ამ მიწის საერთო ფართი 228 070 კვადრატული მეტრია. 




17 და 18 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ორი განკარგულება გამოსცა, რომლითაც სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას გურიასა და აჭარაში სამი მიწის ნაკვეთი გადასცა.


18 ოქტომბერს განკარგულებით, ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე 1619 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ეს არის კორომი ქალაქში, სადაც სავარაუდოდ ეკლესია დგას. ამ ტერიტორიას ესაზღვრება მიწის უფრო დიდი ნაკვეთი, რომელიც ლანჩხუთის მერიის საკუთრებაა. 




17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ეკლესიისთვის მიწების გადასაცემად ორი განკარგულება გამოსცა. პირველით 1 ლარად გადაეცა მართლმადიდებელ ეკლესიას ჩოხატაურის სოფელ შუასურებში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთი 3610 კვ/მ-ია და მეორე 160 კვ/მ. ეს არის მოსაზღვრე ტერიტორიები ტყის პირას. 




17 ოქტომბერს გამოცემული მეორე განკარგულებით, კიდევ ერთი უძრავი ქონება მიიღო ეკლესიამ სიმბოლურ 1 ლარად -  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მდებარე 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთზე საჯარო სკოლა დგას. 




სახელმწიფომ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ ან სიმბოლურ 1 ლარად გადასცა საპატრიარქოს 2024 წლის სექტემბერშიც - გასულ თვეს საპატრიარქომ მიწის ნაკვეთები მიიღო გურჯაანში, მცხეთაში, თბილისსა და გორში.


20 სექტემბერს გამოცემული განკარგულებით, ეკლესიამ სიმბოლურ 1 ლარად მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქოდალოში 318 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით.




13 სექტემბერს ეკლესიას 1 ლარად გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 5670კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ესაა “მოშიშვლებული” ტერიტორია ტყის მასივში, სოფლის დასახლებული ნაწილიდან მოშორებით.




13 სექტემბერსვე უსასყიდლოდ და 99-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო ეკლესიამ 215 389 კვ.მ მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულაში. ამ მიწას სასოფლო-სამეურნეო, სახნავი დანიშნულება აქვს, ეკლესიას კი - მისგან მიღებული შემოსავლით სარგებლობის უფლება. ესაა მიწის ნაკვეთი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს.




13 სექტემბერსვე გამოიცა განკარგულება, რომლითაც ეკლესიამ 1 ლარად მიიღო სამი შენობა და 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ. N41ა-ში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus