Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ შეძლო. 20 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად სანდუმ ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი.


მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 98,38%-ის შედეგებით, სანდუს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 41,98%-მა.


26,31%-ით მეორე ადგილზეა პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო. მისი და სანდუს მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.


20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. ამომრჩეველთა აქტივობა 51,67% იყო.


20 ოქტომბერს მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე. შედეგების 98,42%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 50,08%-მა და უარყოფითად 49,92%-მა.




საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ.


საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“.


21 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 ათასი ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა.



2022 წლის ივნისში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.
2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus