Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაიდენი: ისრაელი და „ჰამასი“ ძალზე ახლოს არიან მძევლების გათავისულფების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ განაცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ძალზე ახლოს არიან ისრაელელი მძევლების განთავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან. სხვა წყაროების თანახმად, ეს მოხდება პალესტინელი პატიმრებისა და საბრძოლო მოქმედებების პაუზების შემოღების სანაცვლოდ.


აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ შუამავლების მეშვეობით თანხმდებიან 50 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებაზე, ძირითადად ქალებისა და ბავშვებისა. სანაცვლოდ ისრაელი გაათავისუფლებს 150 პალესტინელ პატიმარს, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.


მოლაპარაკებებში შუამავლობენ კატარი და აშშ.


„ვფიქრობთ, ძალზე ახლოს ვართ იმასთან, რომ შეთანხმება იქნეს მიღწეული. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, საჭიროა თანხმობის მიღეწევა. მაგრამ ვფიქრობთ, რომ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ,“ მოჰყავს Reuters-ს აშშ-ის ანონიმი წარმომადგენლის სიტყვები.  


მისი თქმით, მხარეებს შორის უკვე მიღწეულია წინასწარი პირობითი შეთანხმება, მაგრამ შეთანხმება ვერ ჩაითვლება საბოლოოდ, სანამ არ მოხერხდება ყველაფერზე მოლაპარაკება.


Reuters-ის ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს ასევე 4-5 დღით ცეცხლის შეწყვეტას. სხვა ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების პაუზა რამდენიმე დღის განმავლობაში იმოქმედებს რამდენიმე საათით.



ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
„ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus