Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის აზრით, უკრაინის ომის გამო დაღლილობა დიდ რისკს შეიცავს

უკრაინის კონტრიერიში ისე არ ვითარდება, როგორც ამას თავად უკრაინელები იმედოვნებდნენ, დასავლეთის მხარდაჭერა არ იყო საკმარისად მასირებული და ოპერატიული, მზადებაზე დახარჯულმა დრომ კი რუსეთს საშუალება მისცა, ძალზე კარგად მომზადებულიყო უკრაინის კონტრიერიშისთვის, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ჩეხეთის არმიის სარდლობის სხდომაზე, რომელიც სამშაბათს გაიმართა პრაღაში. ამის შესახებ České noviny იტყობინება.


პეტრ პაველი წარსულში იყო საკადრო სამხედრო - არმიის გენერალი. იყო ჩეხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, ხელმძღვანელობდა ნატოს სამხედრო კომიტეტს.


პაველის თქმით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში დაბრკოლებები შეინიშნება და, გასაგები მიზეზების გამო, უკრაინელი სამხედროები არა მხოლოდ დაღლილობას, არამედ დასავლეთით იმედგაცრუებასაც გრძნობენ.


უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მინიმუმ ერთი მესამედი განადგურებულია, ზამთრამდე მისი აღდგენა ვერ მოხერხდა და ეს დამატებით პრობლემებს შექმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის, მიაჩნია პაველს.


მისი სიტყვებით, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები მრავალ გაკვეთილს გვასწავლის არა მხოლოდ არმიის, არამედ მართვის სისტემის, დაზვერვისა და ლოგისტიკის ადაპტაციის სფეროებში.


ჩეხეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ უკრაინაში ომი შეიცავს დიდ საფრთხეს, კერძოდ, სამხედრო დაღლილობას, რომელიც უჩნდებათ არა მხოლოდ მებრძოლ მხარეებს, არამედ ყველა ქვეყანაში, რომლებიც მათ ეხმარებიან.


„ეს გამოიწვევს ზეწოლის გაძლიერებას შეთანხმებით კონფლიქტის დასასრულებლად. შეთანხმება, თუკი ის შედგება, რა თქმა უნდა, დამყარებული იქნება რეალურ ვითარებაზე ბრძოლის ველზე,“ - ასეთია ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის პროგნოზი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus