Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კაიროში ღაზაში ვითარების მოწესრიგებასთან დაკავშირებული სამიტი მიმდინარეობს

შაბათს, 21 ოქტომბერს კაიროში ღაზის სექტორში გაჩაღებული კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული სამიტი მიმდინარეობს. ღონისძიება ისრაელსა და რადიკალურ პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების გზების პოვნას ისახავს მიზნად.


იორდანიის მეფე აბდულამ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაში მიუკერძოებელი მიდგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არაბულ ქვეყნებს სურთ მშვიდობა როგორც ისრაელისთვის, ასევე პალესტინელებისთვის.



პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელები თავიანთ მიწაზე დარჩებიან.



ბაჰრეინის მეფის ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მანამ არ დამყარდება, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება პალესტინელი ხალხის, მათ შორის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის, უფლება.



თავის მხრივ, ღონისძიების ორგანიზატორმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ კაირო ეწინააღმდეგება პალესტინელების პოტენციურ გადაადგილებას ეგვიპტის ტერიტორიაზე. ალ-სისის თქმით, პალესტინის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა მხოლოდ მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნით შეიძლება.

კაიროს სამიტს 34 ქვეყნის და სამი საერთაშორისო ორგანიზაციის - გაეროს, არაბული სახელმწიფოების ლიგისა და აფრიკის კავშირის წარმომადგენლები ესწრებიან.





ღონისძიებაზე არ არიან წარმოდგენილნი შეერთებული შტატები, ისრაელი და, ასევე, ირანი, რომელიც პოლიტიკურად და ფინანსურად მხარს უჭერს „ჰამასს“. დამკვირვებლების აზრით, ამან შეიძლება შეამციროს სამიტის შედეგების ეფექტურობა.



Reuters-ის წყაროები თვლიან, რომ მონაწილეები ერთობლივ განცხადებას არ გააკეთებენ „ჰამასის“ საქმიანობისა და ისრაელის მიერ თავდაცვის უფლების გამოყენების გარშემო უთანხმოების გამო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus