Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ალექსანდრე ლომაია: როინ მეტრეველის “არჩევა” მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად, ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ჩაიფიქრა, როგორც მორიგი სიმბოლური შურისძიება “ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობაზე

“როინ მეტრეველის “არჩევა” (სინამდვილეში, დანიშვნა) მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად, ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ჩაიფიქრა, როგორც მორიგი სიმბოლური შურისძიება “ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობაზე. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ამ ადამიანის სახელს უკავშირდებოდა ინსტიტუციური კორუფცია, ჩაწყობა და ნეპოტიზმი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში.

2003 წლამდე კომუნისტების მიერ მეცნიერების გასაკონტროლებლად (და “მოსათვიენიერებლად”, აკაკი ბაქრაძის მოხდენილი ტერმინი რომ გამოვიყენოთ), შექმნილი მეცნიერებათა აკადემია, ადმინისტრაციულად მართავდა რამდენიმე ათეულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, და ამ ინსტიტუტების საბიუჯეტო დაფინანსებასაც თავად ანაწილებდა. ანუ, აკადემიის ხელში იყო თავმოყრილი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მართვის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური ბერკეტები.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ყველა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტიტმა იურიდიული დამოუკიდებლობა შეიძინა. ინსტიტუტები დაფუძნდნენ, როგორც ავტონომიური საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც თავად ირჩევდნენ დირექტორებს და სამეცნიერო საბჭოებს, და პირდაპირ ბიუჯეტიდან იღენდნენ საბაზისო სახელმწიფო დაფინანსებას.

სამეცნიერო პროექტების დაფინანსების სისტემა მთლიანად დასავლურ მოდელზე გადავიდა. დაფუძნდა ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ფონდი კონკურენტულ გარემოში აფინანსებდა საუკეთესო კვლევით პროექტებს. ფონდის რეცენზენტებად მოწვეულ იქნა რამდენიმე ათასი წამყვანი მკვლევარი ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან. უცხოელი და ქართველი მეცნიერები pro bono საფუძველზე განიხილავდნენ ფონდში შემოსულ პროექტებს, და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევდნენ. გატარებული რეფორმიდან რამდენიმე წელიწადში, საერთაშორისო რეცენზირებად გამოცემებში, ქართველ მეცნიერთა ციტირების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა.

ამ სისტემამ, ისევე, როგორც ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, მეტ-ნაკლებად გაუძლო ქოცურ ნგრევას. მეტ-ნაკლებად იმიტომ, რომ ქოცებმა ეს სისტემები გააუარესეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაანგრიეს.

სწორედ მეცნიერების თვითმმართველობის დასავლური სისტემის – “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი მემკვიდრეობის დემონტაჟი უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული ივანიშვილს. და სწორედ როინ მეტრეველი შეირჩა სიმბოლურად ამ სისტემის დასანგრევად, და მის მაგივრად, მეცნიერების მართვის და კონტროლის საბჭოთა სისტემის აღსადგენად.

რომ არა გონებამახვილი ბექა ყორშია, ივანიშვილის მიერ დასახული ამოცანის შესრულება, მე-XVIII საუკუნეში გარდაცვლილი ედმუნდ ბურკის აკადემიაში შემყვან როინ მეტრეველს, ალბათ უფრო გაუადვილდებოდა.” – წერს წერს გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ალექსანდრე (კახა) ლომაია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველის დანიშვნაზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus