დიდი სამეული კანის კინოფესტივალზე
მარტინ სკორსეზეს ახალმა ნამუშევარმა “Killers Of The Flower Moon”, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაბრიო და რობერტ დენირო ასრულებენ, დიდი მოწონება დაიმსახურა.
შაბათს კანში გამართულ ჩვენებაზე რეჟისორმა ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ფილმის სამსაათიანი პრემიერის შემდეგ, მას ცხრა წუთიანი ოვაციები მოჰყვა, იტყობინება Variety.
სკორსეზემ სიტყვით მიმართა საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა თავის თანამშრომლებს და მის წინ შეკრებილ ხალხს.
აღსანიშნავია, რომ რობერტ დენირომ და მარტინ სკორსეზემ ერთობლივად უკვე მეთერთმეტე ფილმზე იმუშავეს.
წყარო/ფოტო: People