Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიკა მელია: ხვალ სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს მესამე პრეზიდენტმა, თუ არა

ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია გვაქვს, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი – რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია – შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ხვალ, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე დაგეგმილ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, პროცესი ისე გაიწელა, რომ შესაძლოა არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ დადებით გადაწყვეტილებაც საბედისწერო აღმოჩნდეს, თუ ის დროულად არ იქნება მიღებული.

„22 დეკემბერს, 11:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, თუ არა, აქვს მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, თუ ეს უფლებები ქვეყანაში საბოლოოდ გაუქმებულია.

მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვითვალისწინებთ დაცვის სტრატეგიას და ველოდებით ვერდიქტს. ვამბობდი იმასაც, რომ ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერაფერი დარჩება ძველებურად.

მაგრამ დრო არ ითმენს, პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც – თუ იგი დროულად არ იქნა გამოტანილი! არადა თავისუფლად არის შესაძლებელი პროცესის წლის ბოლომდე დასრულება!

ყველა ვხედავთ, როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება. გამომდინარე აქედან, ვითხოვთ გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და მკურნალობის გადაუდებელი აუციელბლობის გათვალისწინებით.

შესაბამისად, ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი – რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია – შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!

ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა! ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს! ჩვენ არ უნდა დავუშვათ არ გვქონდეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მინდა ყველამ მკაფიოდ გაიგოს და კარგად შეიგნოს, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს ამისათვის“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus