Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პრეზიდენტი "რეგიონების კვირეულის" გახსნაზე: ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა

დღეს, 21 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში "რეგიონების კვირეული" გახსნა, რომელიც სვანეთის დღეებით დაიწყო. გახსნაზე მან აღნიშნა, რომ ღონისძიება პოლიტიკასთან კავშირში არაა, ამის მიუხედავად კი რეგიონების ოფიციალური პირები არ მივიდნენ.


"[ღონისძიება] არანაირად, ან ახლოს, ან შორს არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები... ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავს. ამის მიუხედავად ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, "რეგიონების კვირეულის" ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათ ორბელიანების სასახლეს უთმობს ღონისძიებებისთვის.


"ჩვენ ყველას მივწერეთ, ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, კიდევაც ვაფინანსებთ თქვენს ჩამოსვლას... ჩამობრძანდით და ეს ადგილი თქვენია, როგორც გინდათ, ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ გამოიყვანეთ და ამით თქვენ თქვენი თავი გამოაჩინეთ ქვეყანაში და ასევე ქვეყნის გარეთ", - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა ისიც, რომ გეგმავს, 2023 წლის ოფიციალური ვიზიტების დროს რომელიმე რეგიონის წარმომადგენელი თან წაიყვანოს, "რათა შეძლოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარება".


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ღინისძიება მომავალ წელსაც გაგრძელდება და ისევ მოიპატიჟებენ სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებს:


"იმედი მაქვს, მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიულები იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს სასახლე ყველასია. ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ. ეს არაა ჩემი, ჩემთან დაკავშირებული. თუ მე ვიღაცებისთვის ვარ უხერხული, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული".


"რეგიონების კვირეულის" დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus